
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური“ და „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება: „მეთაური“.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის, კოდექსის მოქმედი რედაქცია არასრულწლოვანის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვისას ითვალისწინებდა მხოლოდ მშობლის თანხმობას. ცვლილებებით კი ზუსტდება ვინ შეიძლება იყოს თანხმობის გამცემი. „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“.