„ჩვენ გვიყვარს სპორტი“ - იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილი 
06-11-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს მიმართავენ. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი - მე და საზოგადოებასა და ფიზიკურ აღზრდაში.

გაკვეთილის თემა იყო - „ჩვენ გვიყვარს სპორტი“. 

ბავშვები გაეცნენ ძველ და ახალ თამაშებს და აღნიშნეს, რომ კარგი იქნება თუ მივიწყებული თამაშები აღდგება, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და წახალისებას.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ნანა ცინცაძე და ზვიად კეკელიძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203