ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხება - დეტალები
05-11-2025

განათლების კომიტეტი განიხილავს ცვლილებას ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ითვალისწინებს, დაწესებულებას სრ შეუწყდეს საქმიანობის უფლება, სანამ ავტორიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო არ მიიღებს.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „ავტორიზაციის/აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება ან ავტორიზაციაზე/აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. პრობლემა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს, დაკავშირებულია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში არსებული ვადების დაუცველობის შედეგად წარმოშობილ სირთულეებთან. მოქმედი კანონმდებლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს განაცხადის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 180 დღის ვადაში. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ამ ვადის დაცვა ვერ ხერხდება სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, რა დროსაც შესაძლებელია, რომ ამოიწუროს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა, რაც რთულ მდგომარეობაში აყენებს დაწესებულებას და საფრთხე უქმნის მოსწავლეების/პროფესიული სტუდენტების/სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერესებს“.

კანონპროექტი კი უზრუნველყოფს, რომ საავტორიზაციო ან სააკრედიტაციო წარმოების პერიოდში, სანამ შესაბამისი საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიღებული,  საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუწყდეთ ფუნქციონირება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203