გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
06-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს. მოსწავლეებმა შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს. 

მოსწავლეები აქციაში ხალისით ჩაერთნენ და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203