გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში აქტიური მოქალაქეები იზრდებიან 
05-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

ოქტომბერში, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, დემოკრატიულ გარემოში, წესების სრული დაცვით გაიმართა. 

მოსწავლეებმა თავიანთი წარმომადგენლები თვითმმართველობაში შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით, თანაბარი წარმომადგენლების პრინციპის მიხედვით.

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203