გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა საკლასო ოთახი საშემოდგომო დეკორაციებით მორთეს
05-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის IV კლასში საოცარი საშემოდგომო განწყობა დატრიალდა. 

მოსწავლეთა შექმნილმა საშემოდგომო დეკორაციებმა და ფერადმა კომპოზიციებმა საკლასო ოთახში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა. 

მოსწავლეთა ხორცშესხმული შემოქმედებითი იდეები, საშემოდგომო ფერები და ლამაზი დეკორაციები შთამბეჭდავი სანახავია. 

აღსანიშნავია, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203