
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მოსწავლეებს წიგნიერების სამყაროში სომხური ენის მასწავლებელი მანუშაკ ბიჩახჩიანი შეუძღვა და პატარებს არაერთი სახალისო თუ საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეები ანბანის პირველ ასოგერას გაეცნენ და ხალისით მოხაზეს, ლექსებიც მხატვრულად წაიკითხეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. პატარებმა იაქტიურეს, წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აავსეს.
მანუშაკ ბიჩახჩიანი მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება.