
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები წლებია აქტიურად მონაწილეობენ გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ და წარმატებებსაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლაში გაიმართა პირველი, შიდა სასკოლო ტური. გუნდები იბრძოდნენ გამარჯვებისთვის მთელი მონდომებითა და შემართებით. ამ თამაშის სკოლაში წარმართვას შეუცვლელად, წარმატებით ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო კვიციანი.
შეუპოვარი, აზარტული ბრძოლის შემდეგ გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი - „გრიფიტი“, „ნიღაბი“ და „გლადიატორი“. მათ გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.
„წარმატებები რეგიონალურ ტურში, ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო“, -აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: