ვარდისუბნის საჯარო სკოლას, მოსწავლესა და მასწავლებელს საერთაშორისო კონფერენციაში ჩართულობისთვის სერტიფიკატი მიენიჭა
05-11-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული Teachers Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „მომავლის თაობა მდგრადი განვითარებისთვის“.

ჩვენი სკოლის მე- 6 კლასის მოსწავლე მაია ათანელიშვილი და კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე მონაწილეობდნენ 1-ელ ნოემბერს გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში.

მოსწავლემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „მდგრადი მომავლისკენ - ახალგაზრდებში ეკოლოგიური კულტურის გაძლიერება“. 

„ჩვენი სკოლის ჩართულობა განსაკუთრებით დასაფასებელია და წარმოადგენს პასუხისმგებლობის თვალსაჩინო მაგალითს. მომავალში ეტაპობრივად კვლავ ვაგრძელებთ Teachers Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციებში მონაწილეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლე და მასწავლებელი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა სკოლასაც. 

„უღრმესი მადლობა Teachers Community Georgia-ს ამ შესაძლებლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო ინოვაციების გასაცნობად და საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203