
2 ნოემბერს, თბილისის N37 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - დათო ტაბახმელაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, ამავე სკოლის „მოლაშქრეთა კლუბის“ წევრები და ლაშქრობის მსურველი მოსწავლეები, იმყოფებოდნენ უძოს მონასტერში, სადაც ადგილზე გაეცნენ შუა საუკუნეების აღნიშნული ხუროთმოძღვრული ძეგლის ისტორიას.
მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის.
არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილ აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად მონაწილეობდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ევგენია ჩიტიაშვილი.
მოსწავლეებმა შეავსეს ჩანაწერთა დღიურები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და შთაბეჭდილებებით სავსენი დაუბრუნდნენ თბილისს.
იხილეთ ფოტოები: