ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს 
04-11-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო - „ჩვენ უკვე დავიწყეთ ანბანის სწავლება და გავეცანით ასო „ა“-ს“. 

გაკვეთილი საინტერესო, ​სასწავლო-შემეცნებითი, საზეიმო თუ სახალისო აქტივობებით წარიმართა. 

პედაგოგმა პატარების სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პირველი საანბანო გაკვეთილისთვის საკლასო ოთახიც საზეიმოდ, თემატურად მორთო. 

მალევე გაკვეთილი ღონისძიებად იქცა, მასწავლებლების და მშობლების თანდასწრებით მოსწავლეება თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერებიც შეასრულეს. 

ამ ლამაზი ღონისძიებას ორგანიზატორი იყო დაწყებითი კლასის სომხური ენის პედაგოგი - გეღეციკ გაბრიელიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203