რუსთავის N23 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში საზეიმოდ დაიწყო
04-11-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებისთვის (პედაგოგი ლალი სესიტაშვილი) განსაკუთრებულად ამაღელვებელი დღე იყო - მათ დაიწყეს ქართული ანბანის შესწავლა.

პატარები დიდი სიხარულით, ინტერესითა და საოცარი მონდომებით ჩაებნენ თავიანთ პირველ დიდ სასწავლო მოგზაურობაში და სიხარულით შეაბიჯეს წიგნიერების სამყაროში, სადაც მეგზურობას პედაგოგი ლალი სესიტაშვილი გაიწევს. ღონისძიებაზე მათ თბილად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ითამაშეს.

მასწავლებელი ამაყად აღნიშნავს, რომ ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას და უკვე იგრძნობა მათი შემოქმედებითი ინტერესისა და უნარების გაღვივება.

„მადლობას ვუხდით მშობლებს მუდმივი მხარდაჭერის, ნდობისა და ერთად გაზიარებული სიხარულისთვის. ჩვენს პატარა პირველკლასელებს წინ ახალი აღმოჩენები და დაუვიწყარი სკოლის დღეები ელოდება. დავულოცოთ გზა პატარებს ამ დიდ მოგზაურობაში“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203