„ოქროსფერი შემოდგომა“ ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“
04-11-2025

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, შთამბეჭდავი ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ სავსე ფერებით, სითბოთი და ბავშვების ენერგიით.

ღონისძიებაში I- VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ერთად აღნიშნეს შემოდგომის სილამაზე და სიხარული.

ბავშვებმა ხოტბა შეასხეს შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას და წარმოაჩინეს თუ რაოდენ ბარაქიანია წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო საქართველოში. 

„ეს დღე მართლაც ოქროსფერ მოგონებებად იქცა!“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203