
სკოლა „ცოდნაში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლა „ცოდნას” VIგ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ წიგნის მუზეუმში, სადაც წიგნის ისტორია გაცოცხლდა მათ თვალწინ.
ბავშვებმა დაათვალიერეს უნიკალური გამოცემები, ძველი ხელნაწერები და გაიგეს, როგორ იქმნებოდა წიგნები საუკუნეების წინ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მუზეუმში სტუმრობამ ბავშვები კიდევ ერთხელ დააფიქრა ცოდნის მნიშვნელობაზე და აჩვენა, რომ თითოეული წიგნი მთელი სამყაროა - სავსე სიბრძნით, ემოციებითა და შთაგონებით.
მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო ამბავი გაიგეს. ვიზიტი დასრულდა უამრავი შთაბეჭდილებითა და ინსპირაციით.
სკოლაში მადლობას უხდიან წიგნის მუზეუმს მასპინძლობისთვის.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: