სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასელთა ​ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი​ საინტერესო დისკუსიას დაეთმო
04-11-2025

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

დისკუსია კი მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ერთ-ერთი ღირებული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო ფორმაა. ის ცოდნის შეძენასთან ერთად, მოსწავლის პიროვნულ ზრდასაც უწყობს ხელს. 

სწორედ დისკუსიას დაეთმო VIII კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი ნატა თექთურმანიძე ხელმძღვანელობდა. 

დისკუსიის თემა იყო - უნდა ჩაერიონ თუ არა მასწავლებლები და მშობლები ბავშვების პირად ცხოვრებაში?

დისკუსიის წამყვანი - VIII კლასის მოსწავლე (ხმათა უმრავლესობით) - დეა ოდიშვილი გახლდათ,  მოწვეული სტუმარი კი -VIII კლასის დამრიგებელი ოთარ თურქიაშვილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ძალიან საინტერესოდ ჩატარდა დისკუსია. მონაწილეები პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთის აზრს, იყო აზრთა სხვადასხვაობა და კამათი, ყველა სათითაოდ იცავდა თავის მოსაზრებას, მოჰყავდათ მაგალითები, შენარჩუნებული იყო კეთილგანწყობილი ტონი.

დისკუსიის შედეგად მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ჩარევა მაშინ არის მისაღები, როცა: ბავშვის უსაფრთხოებაა საფრთხეში (ძალადობა, ბულინგი, და ა.შ.), მაგრამ სხვა შემთხვევაში, სჯობს მხარდაჭერა და რჩევა, გააჩნია ასაკობრივ საფეხურს, მაგრამ უმრავლესობის გადაწყვეტილებით ყველას უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე ხელშეუხებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203