საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმ. გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიის ​მოსწავლეებს ღია გაკვეთილი სამი საგნის ინტეგრირებით ჩაუტარდათ
04-11-2025

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის მართლმამდიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახება. 

აღსანიშნავია, მეოთხე კლასში ჩატარებული ინტეგრირებული ღია გაკვეთილი ქართულ ენაში, ხელოვნებასა და მუსიკაში.

გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და სასწავლო რესურსებით.

სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. 

გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ: ქართული ენის მასწავლებელი ედიტა კანკია, ხელოვნების პედაგოგი ნანი გუგუჩია და მუსიკის მასწავლებელი თამილა კვირკველია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203