ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ფეხბურთში მუნიციპალური თამაშების გამარჯვებულია
04-11-2025

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა საფეხბურთო გუნდის წარმატებით ხარობენ. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის მუნიციპალურ ტურნირზე ფეხბურთში,  სადაც ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 40 გუნდი მონაწილეობდა, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა I ადგილი დაიკავეს.  

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენს სკოლას ამ დიდ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ტურნირი ქუთაისის მერიის, ქუთაისის სპორტული დაწესებულებათა გაერთიანებისა და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203