
30 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა - თამუნა ლაცაბიძესთან (დამრიგებელი) და მარინა ტოხიშვილთან ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) ერთად, მოინახულეს როგორც ძველი, ისე ახალი თბილისის ღირსშესანიშნავი და გამორჩეული ადგილები.
მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიისა და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მონახულება, რომლის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. მოსწავლეებმა გაიხსენეს ორივე წმინდანის ცხოვრება, მოღვაწეობა და თავგანწირვა ქრისტიანობისთვის. ტაძრების მოლოცვის შემდეგ ისინი ეწვივნენ ილიასა და აკაკის ძეგლს რუსთაველის გამზირზე.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პატრიოტიზმის ამაღლებას, წარსულის პატივსაცემად, მეგობრობისა და სიყვარულის გაღრმავებას, რაც ასე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაში.
იხილეთ ფოტოები: