
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ გასვლით გაკვეთილსა თუ სასწავლო პროექტს სთავაზობენ.
ახლახან, მე-7 კლასელემა ბაგრატის ტაძრის ისტორიასა და კულტურულ მნიშვნელობაზე ცოდნა გაიმდიდრეს.
მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა არქიტექტორული ძეგლის შესწავლის მიზნით, მოიძიეს მასალები ბაგრატის ტაძრის შესახებ. ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი - „რა ვიცით ბაგრატის ტაძრის შესახებ?“, მოსწავლეებმა ასევე მოილოცეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. სასწავლო პროექტს პედაგოგები - ა.ხურციძე ე. კიკვაძე, მ. კიკვაძე ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: