ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის პირველკლასელებმა „დედაენის“ შემქმნელის დაბადების დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
04-11-2025

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის 1-ელ კლასში საინტერესოდ აღინიშნა. 

დამრიგებელი ცისანა შერგილაშვილი პირველკლასელებს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა მისი ღვაწლის საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. 

მოსწავლეებმა მოუსმინეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გახმოვანებულ იაკობ გოგებაშვილის სიტყვას, ნახეს პრეზენტაცია მისი ბიოგრაფიის და შემოქმედების შესახებ. უყურეს გოგებაშვილის მოთხრობით მიხედვით შექმნილ ანიმაციას. ბოლოს გამოძერწეს ქართული ანბანის უკვე ნასწავლი ასოები.

პირველკლასელებისთვის, რომლებიც ქართულ ანბანს იაკობ გოგებაშვილის შექმნილი „დედაენით“ ეუფლებიან, აქტივობები გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა. 

პატარებმა „დედაენის“ შემქმენლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ეს ყველაფერი ხალისით გააკეთეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203