
1840 წლის 27 ოქტომბერს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი და „დედა ენის“ შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა. სწორედ ამ დღეს აღინიშნება საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის, მისი მოღვაწეობისა და ღვაწლის შესახებ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სკოლის მასწავლებლებს სამადლობელო სიტყვებით მიმართეს, ხოტბა შეასხეს მათ ღვაწლისა და ამაგს მომავალი თაობების წინაშე და მასწავლებლისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიების ბოლოს თითოეულ პედაგოგს მადლობის ნიშნად, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიგელები გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: