საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას პროექტი მიუძღვნეს
05-11-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებით იზრდებიან. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „ჯიუტი მგზავრი“, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის ნათელ ხსოვნას მიეძღვნა.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა განახორციელეს რამდენიმე აქტივობა: მოიძიეს მასალები, ნახეს ვიდეო-ფილმები, ააწყვეს პრეზენტაცია, შექმნეს მერაბ კოსტავას პორტრეტი.

ასევე, შედგა ინტერვიუ, გიმნაზიის დირექტორთან დეკანოზ მამა მირიან (ნოდარ) სამხარაძესთან, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის დასაწყისი, ეწვივნენ განახლებულ სახლ-მუზეუმს.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203