
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიას არაერთი წარჩინებული და პერსპექტიული ახალგაზრდა აღუზრდია. დირექცია და პედაგოგები მათი მიღწევებით ხშირად ამაყობენ.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზ მირიან სამხარაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის - გია კავთელიშვილის სახელით, მადლობის წერილი და შესაბამისი სიგელი მიიღო - წარჩინებული აბიტურიენტის გოგა აბულაძის აღზრდისთვის.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თქვენმა მოსწავლემ გოგა აბულაძემ მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და ამასთან ერთად ისარგებლებს IBSU-ის შიდა სასწავლო გრანტით.
გულითად მადლობას მოგახსენებთ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მომზადებისთვის.
მოგმართავთ თხოვნით, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სახელით, მადლობა გადასცეთ ყველა პედაგოგს, ვინც წვლილი შეიტანა წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდაში“,- ვკითხულობთ წერილში.
იხილეთ ფოტო: