
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, კომპანია GWP -ის ინიციატივით, პროექტის - „ყოველი წუთი მნიშვნელოვანია“ - ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებისგან მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია წყლის რესურსების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ წყლის სრულ ციკლს, გაიგეს თუ რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე, რა მნიშვნელობა აქვს წყალზე, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსზე ზრუნვას როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ისე გარემოსთვის.
მოსწავლეებმა ასევე ნახეს ანიმაცია და ითამაშეს საგანმანათლებლო სამაგიდო თამაში.
მოსწავლეებისთვის ლექცია მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვებმა წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობა უკეთ გაიაზრეს.
იხილეთ ფოტოები: