
27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში კვირეული - „იაკობობა“ მიეძღვნა.
კვირეული საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა და მიზნად ისახავდა დიდი ქართველის ღვაწლის აღნიშვნასა და მისი სახელის უკვდავყოფას.
კვირეული მე-3 კლასელმა პრეზენტატორებმა დააგვირგვინეს.
პროექტის ფარგლებში, ინგა მასწავლებლის მოსწავლეებმა შექმნეს მრავალფეროვანი კედლის გაზეთები და პოსტერები, გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის არაჩვეულებრივ ლექსებსა და მოთხრობებს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბავშვების აქტიური ჩართულობა და ენთუზიაზმი, რითაც ისინი კვირეულის ყველა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
„იაკობ გოგებაშვილი, როგორც ქართული პედაგოგიკის ფუძემდებელი, სამუდამოდ დატოვებს კვალს ჩვენი მოსწავლეების ცნობიერებაში“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: