ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ფილმის ჩვენება-განხილვა მოეწყო
04-11-2025

კინოჩვენებაჩვენება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღირებულების აქტივობაა, რომელსაც ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ, ის მრავალი მიმართულებით ავითარებს მოსწავლეებს და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი თუ კულტურული ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

ახლახან, არაფორმალური განათლების ფარგლებში, მე-5 კლასის დამრიგებელმა - დიანა ზურებიანმა და ტექნოლოგიების მასწავლებელმა, თამთა გაჩეჩილაძემ, მოსწავლეებს აყურებინეს ირანული ფილმი „მზის შვილები“ - ემოციური ისტორია ორ და-ძმაზე, რომლებიც იზრდებიან ღარიბ ოჯახში და ერთმანეთის სიყვარულითა და თანაგრძნობით ამარცხებენ სირთულეებს.

ფილმი გვახსენებს, რომ თუნდაც ერთი წყვილი ფეხსაცმელი შეიძლება იქცეს მეგობრობის, ზრუნვისა და ერთობის სიმბოლოდ.

ფილმის ჩვენების შემდეგ, თემაზე სიღრმისეული განხილვა კლასის საათზე განახორციელა კლასის დამრიგებელმა, დიანა ზურებიანმა. მოსწავლეებმა გულწრფელად ისაუბრეს თანაგრძნობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია უბრალო სიკეთემ ადამიანის დღე გაანათოს.

გაკვეთილი წერილობითი დავალებით დასრულდა. მოსწავლეებმა საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები გადაიტანეს წერილებში, სადაც თითოეულმა თავისებურად გამოხატა, რას ნიშნავს მისთვის სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ადამიანურ სითბოსა და ურთიერთგაგებას ავითარებს ბავშვებში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203