
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეულ ადგილს სტუმრობდნენ.
სკოლის კლუბ „ნეას“ წევრებმა პედაგოგ ლიანა ქსოვრელთან ერთად ლეღვთახევი მოინახულეს და დააკვირდნენ - როგორ იცვლება შემოდგომაზე ბუნება.
მოსწავლეები ლეღვთახევის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას გაეცნენ და იქ არსებული ისტორიული და ძველი არქიტექტურული ნაგებობები დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა დრო მხიარულად გაატარეს, მოიხიბლნენ ბუნების სილამაზით და მდიდარი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ შინ. ვიზიტი მათ თბილისის ისტორიის უკეთ გაგებაში დაეხმარა.
იხილეთ ფოტოები: