„დედამიწა გიგანტური მაგნიტი“​ - ახრისის საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს, ფიზიკისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით, საინტერესო პრაქტიკული გაკვეთილი​ ჩაუტარდათ
03-11-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, XI კლასში ფიზიკისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით ჩატარებული პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე - „დედამიწა გიგანტური მაგნიტი“, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და თემა სიღრმისეულად გაიაზრეს. 

მათ შორის, მე-11 კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე დაამზადეს „სველი და მშრალი კომპასი“ .

ამისთვის კი გამოიყენეს პლასტმასის ბოთლი, თეფში, წყალი, ნემსი, მაგნიტი, მაკრატელი, ძაფი, ფანქარი, ქაღალდის ფურცელი, გლობუსი. 

გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ზურაბ ხარიბეგაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203