ერკეთის საჯარო სკოლაში, მათემატიკის კვირეული, თამაშ-თამაშით, საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, მათემატიკის კვირეული იმართება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეული ემსახურება მათემატიკური ცნობიერების გაზრდას, თამაშ-თამაშით, ერთი შეხედვით მარტივი ხრიკებით იმ მათემატიკური უნარების განვითარებას, რომელიც თანამედროვე საზოგადოების წევრს გამოადგება როგორც სასკოლო მასალის ათვისება-განმტკიცებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს არაერთი საინტერესო აქტივობა.
- შექმნეს საკუთარი პატარა ზღაპრები, სადაც გმირებმა პრობლემა მათემატიკურად უნდა გადაჭრან;
- საინტერესოა აქტივობა - ყოველდღიურ ცხოვრებაში რიცხვების დანახვა - სად ცხოვრობენ რიცხვები? (მაღაზიაში, ტრანსპორტში, თამაშებში და სხვ.);
- საბიუჯეტო თამაში – ჩემი კვირის ხარჯვა;
- მათემატიკური დღიური – კვირის განმავლობაში მოსწავლეები წერენ საკუთარ დამოკიდებულებას, რაც ისწავლეს;
- მათემატიკის კედელი – მოსწავლეების ნახატები, გრაფიკები, საყვარელი რიცხვები, ციტატები მათემატიკოსებისგან;
- მათემატიკური ბინგო– მოსწავლეებს ეძლევათ ბარათები და მოსმენის მიხედვით პოულობენ სწორ პასუხებს.
კვირეული დასრულდება ვიქტორინით, რომელშიც ჩაერთვებიან მშობლებიც.