
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მესხური შემოდგომის სიუხვესა და სილამაზეს გასვლითი ღონისძიებით ეზიარნენ.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნანა ზაზაძესთან ერთად, მოინახულეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში არსებული მესხური ოდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მესხური ხაჭაპურის, ყველის ხინკლისა და აპოხტის ხინკლის მომზადებაში. მოსწავლეებმა აასხეს და ამოავლეს ჩურჩხელები. შემდეგ თავიანთი მომზადებული კერძები დააგემოვნეს.
შემდეგ კი მე-4 კლასელებმა ქოლგების და წინსაფრების გამოყენებით მოაწყვეს საშემოდგომო პერფორმანსი.
გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მათ დაუვიწყარი დრო გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: