
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას ემსახურება.
ახლახან, ვანთის საჯარო სკოლის I, II, III, IV, V, VII კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“.
მოსწავლეებმა ხოტბა შესახეს წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სილამაზესა და მრავალფეროვნებას და აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება იყო შემოქმედებითი, საინტერესო და სახალისო.
იხილეთ ფოტოები: