მერენიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე ღონისძიებით მიულოცეს 
03-11-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლუსინე პაპოიანთან ერთად, ლამაზი ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს პედაგოგის პროფესიას და საყვარელ მასწავლებლებს  მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203