
27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი თბილისის N103 საჯარო სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა.
პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართეს. ბავშვებმა ხოტბა შეასხეს დიდი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, აქეს და ადიდეს მისი შექმნილი „დედა ენა“ და აღნიშნეს მისი ღვაწლი წიგნიერების გავრცელებაში.
მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებაც ცნობილი ფაქტიც შეიტყვეს.
იხილეთ ფოტოები: