თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული საგანძური დაათვალიერეს
04-11-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებებით. მუზეუმებში ვიზიტი კი მათი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 

ახლახან, III კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლია ცერცვაძის ხელმძღვანელობით, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა საქართველოს უძველესი მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს. 

ბავშვებისთვის საინტერესო იყო მიმდინარე გამოფენა და წარმოდგენილი არქეოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია, ასევე საბუნებისმეტყველო დარგები: გეოლოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203