მედიაწიგნიერება ისტ-ის გაკვეთილზე - ქუთაისის N40 საჯარო სკოლა გლობალურ კვირეულს შეუერთდა
03-11-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლა, სადაც სხვადახვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, მედიაწიგნიერების კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა, თამთა გაჩეჩილაძემ, მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად ისაუბრა - თუ რას ნიშნავს იყო მედიაწიგნიერი.

გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა რეკლამების გავლენა, ფეიკნიუსების ამოცნობა, დაკლიკების ეფექტი, ტროლებისა და ბოტების მოქმედება, ფოტომანიპულაციები.

იმსჯელეს თუ როგორ უნდა გავარჩიოთ სანდო ინფორმაცია მცდარისგან, როგორ დავინახოთ დამალული მიზნები და როგორ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი აზროვნება ინფორმაციის გადატვირთულ გარემოში.

გაკვეთილზე გამართულმა დისკუსიამ აჩვენა, რომ მედიაწიგნიერება მხოლოდ ცოდნა არ არის, ესაა პასუხისმგებლობა, გააზრებული არჩევანი და ფხიზელი დამოკიდებულება მედიასთან.

მოსწავლეებმა უკვე კარგად იციან, რომ მედიაწიგნიერი ადამიანი ფიქრობს, აფასებს, ამოწმებს და მხოლოდ შემდეგ იჯერებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203