კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს
03-11-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლა​ში ღონისძიება მიეძღვნა.

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ვარსენიკ ვოსკანიანის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეები პედაგოგების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და საყვარელ მასწავლებლებს გულთბილი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს პროფესიული დღე. ასევე მადლობა გადაუხადეს იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც მათ სწავლა-განათლებაში დებენ. 

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203