
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ერთ-ერთი საინტერესო პროექტია - „იურული პერიოდის სამყარო“.
30 ოქტომბერს, VIბ კლასში განხორციელებულ პროექტს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა. არაფორმალური განათლების ეგიდით, მოსწავლეები კინო საქართველოს ეწვივნენ და ფილმი - „იურული პერიოდის სამყარო - 2015წ“ ნახეს..
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ფილმმა და გარემომ ბავშვებს დაუტოვა წარუშლელი შთაბეჭდილება. იურული პერიოდის სამყარომ კი ფილმის ნახვის შემდეგ მათი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა, რაც, რა თქმა უნდა, მათ სასწავლო მოტივაციაზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: