დადეშის საჯარო სკოლის ​პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საინტერესო, სახალისო თუ საზეიმო აქტივობებით დაიწყეს
03-11-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის ​პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ დაიწყეს. 

31 ოქტომბერს, პედაგოგ ანიჩკა სიმონიანის ხელმძღვანელობით, 1-ელი კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს, რომელიც ა ასო-ბგერას მიუძღვნეს. 

ბავშვებმა იმღერეს, წაიკითხეს ლექსები და გააფერადეს სიტყვები, რომლებიც ასო „ა“-ზე იწყება. ღონისძიება ფერადმა ნახატებმა და მხიარულმა ატმოსფერომ გაალამაზა.

მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო აღმოჩნდა. 

მასწავლებლის თქმით, ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას მშობლიური ენისადმი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203