სკინდორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს 
03-11-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ გამორჩეულ თარიღს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის I-X კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან ერთად, ლამაზი ღონისძიება გამართეს. 

ბავშვებმა გულთბილი სიტყვებით და ლექსებით მიულოცეს პედაგოგებს პროფესიული დღე. მადლობა გადაუხადეს იმ დაუღალავი შრომისა და თავდადებისათვის, რასაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ მათ მიმართ.

მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203