
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს სკოლის დირექციამ 100 წლის ღვაწლმოსილი პედაგოგი დაასაჩუქრა. დირექციამ შურა თავაძეს პროფესიული დღე მიულოცა და მცირედი საჩუქარი გადასცა.
სკოლაში ქედს იხრიან შურა მასწავლებელის წინაშე, მადლობას უხდიან არაერთი თაობის აღზრდა-განათლებისთვის და ჯანმრთელობასა და დღეგრძენობას უსურვებენ.
„ბედნიერებაა, როცა ხედავ 100 წლის პედაგოგს - ადამიანს, რომელიც შენს სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში იდგა ახალგაზრდების საწრთობ ქურასთან და მამულს ღირსეულ პიროვნებებს უზრდიდა. ეს შურა მასწავლებელია, ქალბატონი შურა თავაძე - მათემატიკოსი, შრომისმოყვარე და კეთილშობილი, ახალგაზრდების სულიერი და გონებრივი ფორმირების საქმის სათავეში მდგომი. დღესაც კი, ასაკის მიუხედავად, გვაოცებს თავისი გონიერებითა და კეთილი გულით. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და დიდხანს სიცოცხლეს, შურა მასწავლებელო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: