
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მოსწავლეებს წიგნიერების სამყაროში სომხური ენის მასწავლებელი გერმინე ტონაკანიანი შეუძღვა, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა და ბავშვები არაერთ სახალისო თუ საინტერესო აქტივობაში ჩართო. ბავშვებმა პირველი ასო-ბგერა ხალისით მოხაზეს, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
მასწავლებლის მიერ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: