გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიეძღვნა
03-11-2025

27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელმა, ლია მარგიშვილმა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება ჩაატარა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო გოგებაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის წვლილზე წიგნიერების გავრცელებასა და ლიტერატურის განვითარებაში. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, მათ იაკობ გოგებაშილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203