
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები მრავალფუნქციურ სივრცეს, სოფლის ევოლუციის მუზეუმ „კერას“ ესტუმრნენ.
პატარებმა დაწყებითი კლასის მასწავლებლების - ლანა კილაძის, მაია სიხარულიძის, ელენე მჭედლიძის, ნანო ტაბეშაძისა და მუსიკის მასწავლებლის ქეთევან ბჟალავას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საშემოდგომო ღონისძიება.
აქტივობის შემდეგ მოსწავლეები ესტუმრნენ ღვინის მარანს და გაეცნენ ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებს, ამოავლეს ჩურჩხელები, დააგემოვნეს ნატურალური ბიო პროდუქტები და დარგეს მცენარეები.
ბავშვებმა მოინახულეს უძველესი ოდა სახლები, მრავალსაუკუნოვანი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები.
მოსწავლეებისთვის სოფლის ევოლუციის მუზეუმში სტუმრობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა.
„ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ტრადიციების დაფასებასა და ქვეყნის კულტურასთან კავშირის გაღრმავებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: