სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში არიან ჩართულნი
03-11-2025

სკოლა „ანაბასისის“ მე-8 კლასის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში - „მომავალი თაობა მდგრადი განვითარებისთვის“ მონაწილეობენ. 

პროექტის თემად შერჩეულია „ხარისხიანი განათლება“ - გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანი (SDG 4).

სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა, ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ, მოროკოელ, რუმინელ და სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან ერთად, ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და იდეები ფართო აუდიტორიის წინაშე. (დამრიგებელი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა სამხარაძე).

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი „ანაბასისის“ საერთაშორისო თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და გლობალური მოქალაქეობის გზაზე.

პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ აქტივობებზე, რომლებიც სკოლა „ანაბასისში“ ხორციელდება გაეროს მე-4 მიზნის - ხარისხიანი განათლების ხელშეწყობის - ფარგლებში.

„განათლება ჩვენთვის მხოლოდ ცოდნის მიღება კი არა, არამედ შესაძლებლობაა, რომ ადამიანი გახდეს აქტიური, პასუხისმგებელი და შემოქმედებითი საზოგადოების წევრი. სკოლა „ანაბასისი“ აქტიურად უწყობს ხელს ამ მიზნის განხორციელებას: მოსწავლეები მონაწილეობენ საქველმოქმედო და ეკოლოგიურ აქციებში; ერთვებიან ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში; ატარებენ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს; იზიარებენ მდგრადი განვითარების იდეებს თანატოლებთან. განათლება არის პროგრესისა და მშვიდობის საფუძველი - და სკოლა „ანაბასისი“ თავისი საქმიანობით ამტკიცებს, რომ ცვლილება იწყება ცოდნითა და კეთილი მიზნებით! ვამაყობთ, ჩვენი აქტიური, მოტივირებული და გლობალურ სივრცეში თავდაჯერებულად მოსაუბრე მოსწავლეებით! გილოცავთ შესანიშნავ გამოსვლას! განსაკუთრებული მადლობა პროექტის ორგანიზატორებს და ინგლისური ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელს - ნანა ფერაძეს, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩვენი მოსწავლეებისთვის შესაძლებელი გახადა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203