
თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სკოლაში კარგად იციან, რომ სასწავლო მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომაა, რომელიც მოსწავლეს მხოლოდ ცოდნას კი არ აძლევს, არამედ მის გამოყენებას ასწავლის და კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას უვითარებს.
საინტერესოა, მე-4 კლასში განხორციელებული პროექტი - „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“.
მოგროვებული და შექმნილი მასალით მე-4 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს მინი მუზეუმი საკლასო ოთახში.
ბავშვებმა მასალების სახით გამოიყენეს ინტერნეტით მოძიებული ფოტოები, საკუთარი ნახატები, როგორც მუზეუმის ექსპონატები.
მოსწავლეები დამოუკიდებლად გაუძღვნენ ექსკურსიას, ინტერესით დაათვალიერეს ერთმანეთის ნამუშევრები.
შემდეგ კლასში მოეწყო გამოფენა. პროექტს პედაგოგი ია ტუშური ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: