
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა საინტერესო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
შთამბეჭდავია, მე-3 კლასში ჩატარებული სპექტაკლად ქცეული შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „სათაგური“ ვაჟა-ფშაველა“.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნათია აბურჯანია ხელმძღვანელობდა.
„ვინ თქვა, რომ ქართული მოსაწყენია?! ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ლიტერატურა შეიძლება იყოს ნამდვილი თეატრი! ისეთი ოსტატობით თამაშობდნენ, რომ კატა-მასწავლებელსაც კი შეეშინდებოდა!
ვაჟა-ფშაველას უკვდავი სიტყვა გაცოცხლდა ჩვენი მოსწავლეების უნიკალური ინტერპრეტაციით! თითოეული პერსონაჟი - წამყვანები, ესტატე, ეფემია, ფიცხელა, ცელქა თუ სხვა თაგვები - დაუვიწყარი იყო“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ბავშვებმა შეძლეს გადმოეცათ მოთხრობის მთავარი სათქმელი - მათი მონდომება, ენერგია და საოცარი შესრულება ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სწავლა და შემოქმედება ერთმანეთს დაუკავშირდეს.
როგორც აღვნიშნეთ, პატარა დიდოსტატებმა თაგვების სამეფო შთამბეჭდავად გააცოცხლეს და პედაგოგი სიამაყით აავსეს.
„გილოცავთ წარმატებულ დადგმას! თითოეული თქვენგანი - მართლაც ვარსკვლავია! მე ვამაყობთ თქვენით! თქვენ საუკეთესოები ხართ!“,- დიდი სიყვარულით მიმართავს მასწავლებელი მე-3 კლასელებს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: