ღვაწლმოსილი მასწავლებლებისა და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება თბილისის N117 საჯარო სკოლაში​
03-11-2025

27 ოქტომბერს, საქართველოში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს თბილისის N117 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება გაიმართა სკოლის სააქტო დარბაზში.

ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სკოლის წარმატებული (2024-2025 სასწავლო წლის ათოსან) მოსწავლეებისთვის - სკოლის დირექციამ მათ და მშობლებს სიგელებითა და მადლობის წერილებით მიულოცა გასული სასწავლო წლის მიღწევები და წარმატებები.

ღონისძიება და სკოლის დირექციისა და პედაგოგები გამოჩენილი ყურადღება -  მეტად ემოციური და ამაღელვებელი იყო თითოეული მათგანისთვის.

„მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ შრომა, მიზანდასახულობა და ცოდნისადმი სიყვარული ყოველთვის ფასდება.

გვსურს, წარმატებულ მოსწავლეებს ვუსურვოთ, რომ მომავალშიც ასეთივე მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით განაგრძონ სწავლა და კიდევ არაერთი გამარჯვებით გაახარონ სკოლა და ოჯახები“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა წახალისებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

ღონისძიება განსაკუთრებულად გაალამაზეს სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, მათ მოაწყვეს თბილი და ემოციური ღონისძიება - სიმღერებით, ლექსებითა და მცირე სცენური ჩანახატებით.

სკოლის დირექციამ გულთბილად მიულოცა მასწავლებლის ეროვნული დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მადლობა გადაუხადა მათ სასწავლო პროცესში მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობისთვის, განათლების სფეროში  შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროფესიონალიზმის, თავდადებისა და პასუხისმგებლობისთვის და სიმბოლურად გადასცა მცირე ფასიანი საჩუქრები.

„ვულოცავთ ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით შთაგონებასა და პროფესიულ წარმატებებს!“,- საზეიმოდ აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203