
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ღადოლარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
მათ შორის მოსწავლეები King's-ის 2025 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადას შეუერთდნენ. მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და გადავიდნენ ფინალურ ტურში.
წარმატების დასტურად კი მათ სერტიფიკატები და დიპლომები გადაეცათ, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია მონაწილეობა მიიღონ შემდეგ ოლიმპიადებშიც.
იხილეთ ფოტოები: