ოყურეშის საჯარო სკოლის ერთადერთ პირველკლასელს საანბანო პერიოდის დაწყება პედაგოგმა დღესასწაულად უქცია
03-11-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყო.

მან ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგ მადონა კოპალიანის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და მონდომებით შეაბიჯა.

მასწავლებელმა პირველკლასელს თემატური - როგორც შემეცნებითი, ისე სახალისო აქტივობები შესთავაზა და ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია. მოტივირებულმა პირველკლასელმა წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინა და პირველ ასო-ბგერებს დიდი სიხარულით გაეცნო. 

სკოლაში პედაგოგსა და მოსწავლეს წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203