
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა საშემოდგომო კუთხეები მოაწყვეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მშვენიერი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
მოსწავლეებმა გამოფინეს საშემოდგომო ნობათი და ხოტბა შეასხეს წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს. მასწავლებელთა ესთეტიკურმა ხედვამ და ფანტაზიამ სკოლას ზღაპრული ელფერი შესძინა.
მათი წარმოდგენილი საშემოდგომო კუთხეები მართლაც საოცარი სანახავია.
იხილეთ ფოტოები: